Castify-ის შესახებ
Where Talent Meets Production
Castify არის ქართული კრეატიული ინდუსტრიის პლატფორმა, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ნიჭიერ ადამიანებსა და მათ, ვინც მათ ეძებს. ერთ სივრცეში თავმოყრილია მსახიობები, მოდელები, მუსიკოსები, მოცეკვავეები, ფოტოგრაფები, ვიდეოგრაფები, კონტენტ კრეატორები და სხვა შემოქმედებითი პროფესიონალები.
ჩვენი მიზანია კასტინგებისა და კრეატიული პროექტების მოძიების პროცესი გავხადოთ უფრო მარტივი, სწრაფი და ეფექტური. Castify პროფესიონალებს აძლევს შესაძლებლობას წარმოაჩინონ საკუთარი შესაძლებლობები, ხოლო კომპანიებს, სააგენტოებსა და პროდაქშენებს ეხმარება საჭირო ტალანტების აღმოჩენაში.
ჩვენ გვჯერა, რომ ნიჭს შანსი სჭირდება. სწორედ ამიტომ შევქმენით პლატფორმა, რომელიც კრეატიულ ადამიანებს ახალ შესაძლებლობებთან აკავშირებს და ქართულ ინდუსტრიას ზრდისა და განვითარების ახალ გზებს უხსნის.
Castify არის ადგილი, სადაც ნიჭი ხილული ხდება, შესაძლებლობები რეალურ პროექტებად იქცევა და სწორი ადამიანები ერთმანეთს პოულობენ.