სიახლეებიინდუსტრია
ინდუსტრია 18.07.2026 ნუცა ლეფსაია 👁 87

Castify-ს სახე ახალ სარეკლამო რგოლში!

Castify-ს სახე ახალ სარეკლამო რგოლში!

ახალ სარეკლამო რგოლში, „საიდანაც არ უნდა მოდიოდე, 15 წუთში აქ ხარ,” მონაწილეობს castify.ge-ს სახე, ფოტინე ჩილაჩავა. მსახიობმა გადაღებებისთვის სამშენებლო კომპანია “მეგობრობასთან” ითანამშრომლა. 


ფოტინეს თქმით, Castify-ს გუნდთან დაკავშირების შემდეგ პროდიუსერების ინტერესი მის მიმართ ერთიორად გაიზარდა, რამაც ხელოვანს ახალ პროექტებში მონაწილეობის შესაძლებლობაც მისცა.



როგორ დაეხმარა Castify მსახიობს კარიერულ წინსვლაში და როგორ აღმოჩნდა ის “მეგობრობის” გადასაღებ მოედანზე? – ამ თემებზე დაწვრილებით თავად ფოტინე ჩილაჩავა გვიამბობს:


„Castify-სთან თანამშრომლობის დაწყების შემდეგ პროდიუსერებისგან უამრავ შეტყობინებასა და შემოთავაზებას ვიღებ. სწორედ Castify-ის მეშვეობით შემამჩნიეს ქასთინგ-მენეჯერებმა, ახლა უკვე ჩემმა მეგობრებმა, ნინომ და თათომ, რომლებიც სამშენებლო კომპანია „მეგობრობის“ სარეკლამო რგოლზე მუშაობდნენ. 


მათ ქასთინგზე დამიბარეს, შერჩევის ეტაპი წარმატებით გავიარე და საბოლოოდ რეკლამაში მონაწილეობაც მივიღე. შესარჩევი ტურის დაძლევაში დიდწილად Castify-ს გუნდის წევრ, რეჟისორ გიორგი ოვაშვილთან, გავლილი სამსახიობო პრაქტიკა დამეხმარა. 


რეკლამის გადაღების პროცესს თან სდევდა განსაკუთრებული, ჯადოსნური ატმოსფერო. მიუხედავად იმისა, რომ გადაღება დაახლოებით 16 საათს გაგრძელდა, დრო ისე სწრაფად გავიდა, ვერც კი შევამჩნიეთ მისი ხანგრძლივობა. ძალიან კარგი გადამღები ჯგუფი, მსახიობები და საოცრად თბილი სამუშაო გარემო დაგვხვდა. ყველა დიდი ენთუზიაზმით იყო ჩართული, რამაც ეს გამოცდილება სასიამოვნო მოგონებადაც აქცია.


ამ პროექტმა კიდევ ერთი ნაბიჯით დამაახლოვა ჩემს ოცნებასთან. სწორედ ამიტომ მიმაჩნია, რომ Castify ახალგაზრდა ხელოვანებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმაა. ის შესაძლებლობას გაძლევს, შენი ნიჭი ფართო აუდიტორიას წარუდგინო, მიიღო მონაწილეობა მრავალფეროვან პროექტებში და შეიძინო ფასდაუდებელი პროფესიული გამოცდილება. ყველას, ვინც ჯერ კიდევ კულისებში დგას, ვურჩევდი, აუცილებლად შეუერთდეს Castify-ს.


ფოტინე ჩილაჩავას გამოცდილება კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება პროფესიში თავის დამკვიდრება Castify-სთან ერთად.


← სიახლეები Facebook