ნია ცხოვრებაშვილი
შესახებ
ვარ დამწყები მსახიობი და მოცეკვავე. 10 წელი ვცეკვავდი სხვადასხვა სტილის ცეკვებს, გარდა ქართულისა. მონაწილეობა მაქვს მიღებული რამდენიმე სპექტაკლში რუსთაველის თეატრში.თეატრი, კინო და მუსიკა ყოველთვის განუყრელი თანამგზავრები იყვნენ ჩემს ცხოვრებაში. სცენა და ეკრანი ჩემთვის უბრალოდ ადგილები არ არის — ეს არის სივრცე, სადაც ყველაზე მეტად ვგრძნობ საკუთარ თავს. მიყვარს ადამიანებისთვის ემოციების, ისტორიებისა და ენერგიის გაზიარება. განსაკუთრებით მიყვარს ძიების პროცესი — როდესაც როლს ნელ-ნელა აღმოაჩენ, სწავლობ მის შინაგან სამყაროს და საკუთარ თავშიც ახალ რაღაცებს პოულობ. სწორედ ეს მაყვარებს ყველაზე მეტად ამ პროფესიას.