შესახებ
ვარ დამწყები მსახიობი და მოცეკვავე, მაქვს ეპიზოდურ როლში მონაწილეობის გამოცდილება. მსახიობობა განსაკუთრებით მიყვარს და მიზიდავს არა მხოლოდ კონკრეტული პერსონაჟის შესრულება, არამედ თავად როლის შექმნის პროცესი — პერსონაჟის ხასიათის გააზრება, განვითარება და მისთვის საკუთარი დეტალების მიცემა. ძალიან მაინტერესებს, როგორ შეიძლება განსხვავებული ემოციებისა და ხასიათების ბუნებრივად გადმოცემა.
კინო და ფილმების გადაღება ბავშვობიდან მიზიდავს. პატარაობაში ხშირად ვიღებდი მოკლე ვიდეოებსა და პატარა ფილმებს უბრალოდ გართობის მიზნით, თუმცა თავად გადაღების პროცესი ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევდა. მიყვარს იდეის მოფიქრება, პროცესის ორგანიზება და რაღაცის საკუთარი ხელით შექმნა.
ბავშვობაში ასევე დავდიოდი პიონერთა სასახლეში. 10 წელზე მეტია ვცეკვავ — მაქვს 3 წლიანი ქართული ცეკვის და 8+ წლიანი ლათინური ცეკვების გამოცდილება. ცეკვამ მომცა სცენაზე თავისუფლად ყოფნის, დისციპლინის, სხეულის კონტროლისა და ემოციების მოძრაობით გამოხატვის გამოცდილება.
ვარ ძალიან აქტიური, მხიარული, პოზიტიური და მეგობრული ადამიანი. მიყვარს სიახლეები, ახალი ადამიანების გაცნობა და მათთან მუშაობა. ადვილად ვერგები ახალ გარემოს და კომფორტულად ვგრძნობ თავს ადამიანებთან ურთიერთობისას. ასევე მიყვარს ინიციატივის აღება და პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება — განსაკუთრებით მაშინ, როდესაც შემიძლია რაღაც პროცესს თავად ვუხელმძღვანელო და მის შექმნაში აქტიურად ვიყო ჩართული.
მაქვს კარგი სმენა და ახალი ტექსტის, მასალისა და როლის სწრაფად ათვისების უნარი. მიზანდასახული ვარ და როდესაც რაღაცას ვიწყებ, მინდა მაქსიმალურად კარგად გავაკეთო. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ როლი უბრალოდ არ შევასრულო, არამედ გავიაზრო და ბუნებრივად შევქმნა პერსონაჟი.