სიახლეებიკინო
კინო 12.06.2026 castify.ge 👁 172

ბრაიან კრენსტონის რჩევა - ნუ წახვალ კასტინგზე სამუშაოს სათხოვნელად

ბრაიან კრენსტონის რჩევა - ნუ წახვალ  კასტინგზე სამუშაოს სათხოვნელად

„Breaking Bad“-ის ვარსკვლავის რჩევა ახალგაზრდა მსახიობებს

ბევრი მსახიობი კასტინგზე მიდის ერთი ფიქრით - „უნდა ამიყვანონ“.

სწორედ ეს მიდგომა მიაჩნდა თავის ყველაზე დიდ შეცდომად ბრაიან კრენსტონს, მსახიობს, რომელმაც მოგვიანებით უოლტერ უაითის როლით მსოფლიო აღიარება მოიპოვა.

კრენსტონი იხსენებს, რომ კარიერის დასაწყისში ყოველი კასტინგი მისთვის გამოცდა იყო. ის ცდილობდა ყველას მოწონებოდა და ნებისმიერ ფასად მიეღო როლი. ყოველი უარი კი დიდ იმედგაცრუებას იწვევდა.

ყველაფერი მას შემდეგ შეიცვალა, რაც ერთმა მენტორმა ერთი შეხედვით მარტივი რამ უთხრა:

შედეგზე კი არა, პროცესზე კონცენტრირდი.“ და ამ რჩევამ მთლიანად შეცვალა მისი დამოკიდებულება.

კრენსტონის თქმით:

მივხვდი, რომ კასტინგი სამუშაო გასაუბრება არ არის. როცა ვიღაცისგან რაღაც გინდა, ძალას კარგავ. კასტინგზე კი მსახიობმა თავისი ძალა უნდა შეინარჩუნოს.“

მისი აზრით, მსახიობის მიზანი არ არის კასტინგის დირექტორის დარწმუნება, რომ როლი მისცეს. მიზანია საკუთარი ხედვის, ინტერპრეტაციისა და უნიკალურობის ჩვენება.

კასტინგზე შესვლისას აღარ უნდა ფიქრობდე:

  • მომცემენ თუ არა როლს?
  • მოვეწონები თუ არა?
  • დამირეკავენ თუ არა?

ამის ნაცვლად უნდა იფიქრო:

  • რას ვთავაზობ ამ პერსონაჟს?
  • როგორ ვხედავ ამ როლს?
  • რა შემიძლია შევიტანო მასში?

როდესაც მსახიობი ყურადღებას პროცესზე ამახვილებს და არა შედეგზე, ის უფრო თავისუფალი, თავდაჯერებული და ბუნებრივი ხდება.

სწორედ ამ მიდგომის შეცვლის შემდეგ დაიწყო ბრაიან კრენსტონის კარიერის სწრაფი ზრდა. მოგვიანებით მან ითამაშა „Malcolm in the Middle“-ში, შემდეგ კი შექმნა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პერსონაჟი სატელევიზიო ისტორიაში - უოლტერ უაითი.

სტატია მომზადებულია Bryan Cranston-ის ინტერვიუს საფუძველზე.
წყარო: Backstage Magazine



მზად ხარ შემდეგი კასტინგისთვის?
შექმენი შენი პროფილი Castify.ge-ზე, ატვირთე პორტფოლიო და წარმოაჩინე შენი შესაძლებლობები!
← სიახლეები Facebook