შესახებ
მე ვარ ფოტინე — კომუნიკაბელური და მხიარული გოგო.
მიყვარს კინო და თეატრი, ორივე სფეროში მაქვს გამოცდილება.
თეატრი:
მითამაშია როგორც მთავარი, ასევე მეორეხარისხოვანი როლები დრამატულ სპექტაკლებში. მიღებული მაქვს ჯილდო — ფესტივალ „ნიღაბზე“ ქალის დრამატული როლის საუკეთესო შესრულებისთვის. ასევე ვყოფილვარ გასტროლებზე და მაქვს მონაწილეობა მიღებული სპექტაკლში, სადაც ამბავი მთლიანად ცეკვით არის გადმოცემული.
კინო:
მაქვს გამოცდილება მეორეხარისხოვან როლებსა და რეკლამებში. ასევე, სრულმეტრაჟიან ფილმში შევასრულე მთავარი პერსონაჟის როლი.
ჩემი შესაძლებლობები:
მაქვს კარგი პლასტიკა, ვარ ელასტიური, ვცეკვავ, ცხენზე ვჯირითობ, ვქარგავ, ვკერავ, ვქსოვ და ვამზადებ სხვადასხვა ხელნაკეთ ნივთს. ასევე მიყვარს ესთეტიკური ვიდეოებისა და ფოტოების გადაღება.
ვიდეო